ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80.23% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, სვეტლანა ციხანოუსკაიამ კი - 9.9%
საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ბელარუსის დედაქალაქი მინსკი და სხვა ქალაქები საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
ხელისუფლებად დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა გამოიყენა.
შეტაკებები საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის გვიან ღამემდე გრძელდებოდა