რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს გადაეცემა ზებგერითი რაკეტა და უპილოტო წყალქვეშა ბირთვული აპარატი.
ეს განცხადება პუტინმა სანკტ-პეტერბურგში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღის აღსანიშნავ აღლუმზე განაცხადა.
მანამდე რუსეთს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ აღნიშნულია იარაღები ტესტირების ბოლო ეტაპს გადიან.
როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, საუბარია ზებგერითი სარაკეტო კომპლექსზე "ცირკონი" და ბირთულ უპილოტო წყალქვეშა აპარატზე, სახელად "პოსეიდონი".
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საზღვა ფლოტის შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება და იგი უახლოეს მომავალში 40 ახალ გემს მიიღებს.
პუტინი ხშირად ირწმუნება, რომ რუსეთი შეიარაღების განვითარებაში უსწრებს სხვა მოწინავე ქვეყნებს, თუმცა სამხედრო ექსპერტებს ეჭვი შეაქვთ პუტინის სიტყვების სისწორეში.
ფოტო: Reuters