დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ვაქცინის მოწინააღმდეგეებს შეშლილებს უწოდებს. ამის შესახებ ჯონსონმა ლონდონის საავადმყოფოში ვიზიტის დროს განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წუხს კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღის გამო, მაგრამ მიიჩნევს, რომ COVID-19-ი 2021 წლის შუა პერიოდში დამარცხდება.
"რაც უნდა იყოს ეს ღამურა, პანგონლინი თუ რამე სხვა, ეს საშინელი მოვლენა იყო კაცობრიობისთვის. თუმცა მომავალი წლის შუა პერიოდისთვის ვფიქრობ, რომ ის უკან დაიხევს”, - თქვა მან.
მისივე განცხადებით, ქვეყანა ამ გამოწვევის დაძლევის შემდეგ უფრო ძლიერი გახდება.