ამერიკელმა რეპერმა კანიე ვესტმა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრა გადაიფიქრა. ამის შესახებ გამოცემა Intelligencer-ი რეპერის პრესსპიკერზე დაყრდნობით იტყობინება.
კანიე ვესტმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების სურვილი ივლისის დასაწყისში გააჟღერა.
"ახლა ჩვენ გვმართებს ამერიკის იმედების რეალიზება, ღმერთის რწმენით, ჩვენი ხედვის გაერთიანება და მომავლის აშენება. მე კენჭს ვიყრი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე", - წერდა მაშინ კანიე ვესტი სოციალურ ქსელში.
ფოტო: AP