15 ივნისს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კანონგარეშედ გამოცხადდა ლგბტქ ადამიანების სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია, მათი სექსუალური ორიენტაციისა და/ან გენდერული იდენტობის გამო.
ამიერიდან შეერთებულ შტატებში ვერცერთი დამსაქმბელი შეძლებს თანამშრომლის დათხოვნას სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით.
აშშ-ის უმეტეს შტატში ამ დრომდეც მოქმედებდა ადგილობრივი კანონმდებლობა სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს საკითხი ფედერალურ დონეზე დარეგულირდება.
სასამართლოს გადაწყვეტილება დააზუსტებს 1964 წელს მიღებულ "სამოქალაქო უფლებების აქტს", რომელიც კრძალავდა სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და ნათელი იქნება, რომ ის ასევე ეხება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე თანამშრომლებსაც.
ლგბტქ აქტივისტები იუწყებიან, რომ ლგბტქ ადამიანებისთვის ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც 2015 წელს უზენაესი სასამართლოს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე კანონიერი გახდა ერთნაირსქესიანთა ქორწინება.
უზენაეს სასამართლოში სარჩელი სამმა პირმა შეიტანა, რომლებიც თავის დროზე სწორედ დისკრიმინაციული მიდგომის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.
გადაწყვეტილებას მხარი უზენაესი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო 3 კი წინააღმდეგ წავიდა.