შვეიცარიაში ეძებენ მგზავრს, რომელსაც მატარებლის ვაგონში ოქროს ზოდებით სავსე ტომარა დარჩა. იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.
გამოცემის ცნობით, ოქროს ღირებულება, რომელიც 3 კილოგრამს იწონის, დაახლოებით 152 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
როგორც იუწყებიან, მგზავრს ოქრო მატარებელში გასული წლის ოქტომბერში დარჩა, თუმცა მისი მოძებნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პოლიციამ ინფორმაციის გასაჯაროვება.
ოქროთი სავსე ტომრის დასაბრუნებლად მის მეპატრონეს 5-წლიანი ვადა აქვს. თუმცა მან უნდა დაამტკიცოს, რომ ოქრო ნამდვილად მისია და კანონიერი გზით აქვს მოპოვებული.