NATO-მ უკრაინა გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობის მონაწილედ ცნო. აღნიშნული სტატუსის მიზანია პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და ურთიერთობათა გაღრმავება, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს NATO -ს ეგიდით მიმდინარე მისიებში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ NATO -ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი უკრაინასა და ალიანსს უკეთესი თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.