უკრაინაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილების სამინისტრო შეიქმნა, სადაც 105 ადამიანი იმუშავებს.
“შესაბამისი დადგენილების მიღება გამოწვეულია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციით განპირობებულ პრობლემებსა და საფრთხეებზე ოპერატიული რეაგირების საჭიროებით, ასევე უკრაინის ტერიტორიების დროებითი ოკუპაციით”, - ნათქვამია უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ახალი უწყება დონბასის აღდგენის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სააგენტოსა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის საკითხებზე მომუშავე სახელწმიფოს სამსახურის შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.