რუსმა ოკუპანტებმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულება. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი.
როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რუსეთმა დედაქალაქზე მორიგი იერიში ღამით განახორციელა. ნგრევა და ხანძარი ქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში დაფიქსირდა.