აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს 1,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა ე.წ. ”სან-ბერნანდინოელი მსროლელის” საიდ ფარუკის iPhone-ის გატეხვა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს შეფის, ჯეიმს კომის განცხადებით, სამსახურმა ტელეფონის გატეხვაზე იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ის გამოიმუშავებს პენსიაზე გასვლამდე დარჩენილ ვადაში. აქვე მან დააზუსტა, რომ პენსიამდე 7 წელი და ოთხი თვე დარჩა.
როიტერის ინფორმაციით, ამ ვადაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი 1,3 მილიონი აშშ დოლარის ანაზრაურებას მიიღებს. მისი შრომის ანაზღაურება წელიწადში 183 ათასი აშშ დოლარია.
კონკრეტული ტელეფონის გატეხვის მცდლობამ ბიუროსა და Apple-ს შორის კონფლიქტი წარმოშვა.
გამომძიებლებმა სასამართლოთი მოითხოვეს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაში შეღწევის უფლება.
სასამართლომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ აპლეაციის შედეგების მიუხედავად არ აპირებდა ინფორმაციის გადაცემას გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის. კომანიაში განმარტავდნენ, რომ ეს იქნებოდა მათი მომხმარებლების უფლებების დარღვევა.
კომპანიას მხარი დაუჭირს სხვა IT გიგანტებმა, თუმცა საბოლოოდ საქმის განხილვა შეწყდა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ მათ შესძლეს დამოუკიდებლად გაეტეხათ ტელეფონი.