ქართული „პოლიტიკური პორნოინდუსტრია“, როგორც იტყვიან, ფორმაშია - აღარავინ კამათობს, რომ „ნაციონალები“, თავინათი 9-წლიანი მმართველობის დროს, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს და საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს კი არა, რიგით მოქალაქეებსაც უთვალთვალებდნენ. ფარული გადაღებებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი ადგილი, მოარული ინფორმაციით, ე.წ. ჰიგიენური დაწესებულებები - აბანოები იყო, სადაც სადაც სათვალთვალო კამერები ყოფილა დამონტაჟებული. ზოგადად, მსოფლიოში მიღებული „პარქტიკაა“, რომ აბანოები ხშირად არაპირდაპირი დანიშნულებისთვის, ანუ არარეგალური პროსტიტუციისთვის გამოიყენება და, შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პროსტიტუციისგან თავისუფალი არც ქართული აბანოებია. უფრო მეტიც, ამ სფეროში, როგორც ამბობენ, იერარქიაც არსებობს. ამის შესახებ, როგორც ჩანს, „ნაცებმაც“ იცოდნენ და ამიტომაც ამ სარფიანი ბიზნესის, როგორც სხვა ბიზნესების, ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ აბანოები კანონიერ მფლობელებს „აახიეს“ და თავიანთ ნდობით აღჭურვილ ადამიანებს გადასცეს.
„ნაციონალური ტერორი“, უმეტესად, აბანოთუბანში მდებარე ე.წ. ჭრელ აბანოებს შეეხო, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2007 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის ლაპარაკი.
საუბარია იმაზეა, რომ 2008 წელს, შპს „გოგირდის წყლები“ და შპს „ჭრელი აბანო“ გაერთიანდა და 2008 წლის 8 იანვარს, ოფიციალურად შპს „თბილისის გოგირდის აბანო“ დარეგისტრირდა, რომლის დამფუძნებელთა რიცხვშიც, არსებული მონაცენებით, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალიცაა“ 10-პროცენტიანი წილით. ოფშორული კომპანიის გარდა, შპს „თბილისის გოგრდის“ აბანოში წილებს ოთხი ფიზიკური პირი ფლობს. : 35 პროცენტი თეიმურაზ მამაცაშვილისაა, რაც საიტ http://www.companyinfo.ge/ka/people/432632/-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დასტურდება. ასევე, მეწილეები არიან ვასილ კობიაძე (25%), ჯანიკო ყაფლანიშვილი (15%) და კობა კურდღელაშვილი (15%).
ზოგადად, თბილისში ყველაზე პოპულარულად გრიშაშვილისა და გორგასლის ქუჩებზე განლაგებული აბანოები „ნარიყალა“ (ნოდარ ტოტოღაშვილი) , „სამეფო აბანო“, იგივე „გულოს აბანო“, პატარა „ჭრელი აბანო“ (კომერციული დრექტორი გურამ თედიაშვილი) და შპს „თბილისის გოგირდის წყალი“ (თეიმურაზ მამაცაშვილი) ითვლება. აბანოების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემა ის გახლავთ, რომ სანიტარული ნორმები არ არის დაცული. ასევე, აბანოს მომხმარებლები ყურადღებას ფასებზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ყველაზე „ბანძი“ ნომერი 80-90 ლარი ჯდება. ამ თანხაში შედის მარტო პირსახოცი და საპონი. მომხამერბელბი ამბობენ, რომ ფასები „გაბერილია“ და მომსახურეობას არ შეესაბამება.
ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მიშა და მისი გარემოცვა აბანოების ბიზნესით დაინტერესდა და კანონიერ მფლობელებს ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის, შანტაჟითაც წაართვეს. სწორედ ამაზე ლაპარაკი ომბუდმესნის მოხსენებაში:
„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა) და 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით. 2007 წლის 24 ოქტომბერს, სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე დავით ციბირაშვილმა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ განმცხადებელი არის შპს „გოგირდის აბანოს” დამფუძნებელი და დირექტორი. შპს-ს საკუთრებაში 2006 წლის 14 დეკემბრამდე იყო აბანოს ქ. #2-ში მდებარე უძრავი ქონება. კერძოდ, მიწის ფართობი 233 კვ.მ. და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობა (აბანო).განმცხადებელი განმარტავს, რომ მას, როგორც დამფუძნებელს და საწარმოს დირექტორს, მოსთხოვეს საკუთრება უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოსთვის. ვინაიდან, მას არ სურდა ქონების გაჩუქება. დ.ციბირაშვილზე და მის ოჯახზე საქართველოს ქ.თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა მუქარა. ემუქრებოდნენ, რომ ბრალს დასდებდნენ სხვადასხვა საფუძვლით და ციხეში ჩასვამდნენ. მოლაპარაკებები სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროშიც მიმდინარეობდა, რის შემდეგაც, განმცხადებელი და მისი ოჯახის წევრები პროკურატურის თანამშრომლის თანხლებით, ნოტარიუს ნინო გინტურთან მივიდნენ და 2006 წლის 20 ნოემბერს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით მოაწერეს ხელი ჩუქების ხელშეკრულებას...
2007 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩატარდა აუქციონი, სადაც კერძო პირზე, ვინმე კახა კურდღელაშვილზე გაიყიდა განმცხადებლის საკუთრებიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გასული ქონება... განმცხადებელი ასახელებს ქ.თბილისის პროკურატურის თანამშრომლების კონკრეტულ გვარებს (გიორგი ხვედელიძე და ვალერი ლაცუზბაია), რომლებმაც, მისივე თქმით, განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზნით.“ (დაინტერესბულ პირებს ომბუდსმენის აბანოების თემაზე მომზადებული ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა ამ ლინკზე შეუძლიათ - http://www.ombudsman.ge/ge/news/939-gogirdis-da-chreli-abanos-mflobelta-saqmis-taobaze.page)
რაც შეეხება შპს „თბილისის გოგირდის აბანოს“ 10 პროცენტის მფლობელ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალს“, ეს კომპანია ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფში“, რომელიც თავის მხრივ „ნაციონალ“ ძმებ ბეჟუაშვილებთან არის დაკავშირებული და ამაზე ქართულ მედიასივრცეში ინფორმაცია არაერთხელ გამოქვეყნებულა, 100-პროცენტიან წილს ფლობს. „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ მენეჯმენტი ოფშორული კომპანია შპს „ Majuro Nominees“ ხელშია.
ინტერნეტმასალების მიხედვით, „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ საქართველოში უმსხვილეს ჰოლდინგს წარმოადგენს და ფლობს ფართო ბიზნეს პორტფელს, რომელშიც შედის ქვანახშირის მოპოვება, ელექტროენერგიის გამომუშავება, ბუნებრივი აირის რეალიზაცია, უძრავი ქონება და სხვა სექტორების მთელი სპექტრი. 2006 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა მიიღო ჰოლდინგური კომპანიის ამჟამინდელი სტრუქტურა...“
2011 წლის 7 ნოემბერს, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია:
„ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედს“ ჰყავს ერთადერთი ქართველი პარტნიორი,საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი. ის საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურისხელმძღვანელისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ძმაა.
ინფორმაცია, რომ “ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი” ოფშორულ ზონაშია დაფუძნებული და მისი პარტნიორი საქართველოში დავით ბეჟუაშვილია, თავად პარლამენტარს უწერია საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც საჯარო მოხელეები ყოველწლიურად ავსებენ.
დავით ბეჟუაშვილი 2003 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ “ჩემექსიმ ინტერნეიშენალილიმიტედისგან” დივიდენდები მხოლოდ 1998 წლამდე აქვს მიღებული, თუმცა რამდენი (ლარი, დოლარი),დაკონკრეტებული არ არის. კომპანიიდან მიღებული მოგება - ხუთი მილიონი დოლარი კი, დავით ბეჟუაშვილს მხოლოდ 2008 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ასახული.“
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების დროს დაშვებული დარღვევების შემსწავლელი სპეციალური განყოფილება შეიქმნა. ამის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებები აბანოების წართმევის საკითხით არ დაინტერესებულან, რაც იმას ნიშნავს, რომ აბანოების ძალიან შემოსავლიან ბიზნესი, ისევ ძველი მფლობელების ხელშია და ნაშოვნ ფულსაც ისინი იყენებენ.
ლაშა ნოდია