მთავრობის დადგენილებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი უქმდება.
დადგენილებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი 1-ელი ივლისიდან გაუქმდება და მის უფლებამონაცვლედ სამინისტრო განისაზღვრება.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება 1 ივლისიდან ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ხურავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად, ცენტრი სამინისტროს უერთდება.