რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ისტორიაში პირველად, როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე - უკრაინასა და მოლდოვაზე გავრცელდება.
იოზვიაკის ინფორმაციით ქვეყნები ევროკავშირის "იმოგზაურე როგორც სახლში" პროგრამას 2026 წლის 1 იანვარს შეუერთდებიან.
"ვიცი, რომ ბოლო დღეებში სიტყვა "ისტორიული" ზედმეტად ხშირად გამოიყენება, მაგრამ ეს ზუსტად ასეთი რამაა. პროგრამა "იმოგზაურე როგორც სახლში" ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინს ფარავს. პირველად ხდება, რომ ეს პროგრამა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც ვრცელდება. მოლდოვამ და უკრაინამ ეს დამსახურებულად მიიღო" - დაწერა იოზვიაკმა სოციალურ ქსელში.