ჟურნალმა National Geographic გამოაქვეყნა ცნობილი მოგზაურის პოლ სალოპეკის (Paul Salopek) სტატია „ვაზის სული: საქართველოში მეცნიერება იკვლევს მეღვინეობის ფესვებს“ (http://outofedenwalk.nationalgeographic.com/2015/04/14/ghost-of-the-vine/)
სტატიაში ავტორი საუბრობს ვაზის კულტივირების სიძველეზესაქართველოს მიწაზე, თუ როგორ აყენებდნენ ძველი ქართველები ღვინოს ქვევრებში და როგორ არის დღემდე შენარჩუნებული ამ უძველესი ჭურჭლის დამზადების ხელოვნება. ავტორი ქვევრს აღიქვამსროგორც საქართველოს სიამაყის, ერთიანობის და სიძლიერის სიმბოლოს, რომელიც ხაზს უსვამს მევენახეობა-მეღვინეობისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას.
პოლ სალოპეკი ციტირებას უკეთებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის კითხვებს მეცნიერების დაინტერესების შესახებ ღვინის ისტორიის ფესვების კვლევისას, თუ „რატომ დაიწყო მევენახეობა საქართველოში“, „როგორ გავრცელდა ის ძველ მსოფლიოში“, „როგორ არიან დღევანდელი კულტივირებული ვაზის ჯიშები დაკავშირებული ველურ ვაზთან“ და ა. შ. სტატიაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებისათვის შეიქმნა მრავალეროვნური სამეცნიერო წამოწყება „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის“ პროექტის სახით, სადაც 2014 წლიდან ქართველი და უცხოელი მკვლევარები მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინების ფარგლებში ერთობლივად იკვლევენ ვაზის კულტივირების პირველად საწყისებს. (პროექტის განმახორციელებელი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოა).
ავტორს მოჰყავს პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარის პატრიკ მაკგოვერნის მოსაზრება ღვინისა და მეღვინების ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ კაცობრიობისათვის; ეროვნული მუზეუმის მკლევარის მინდია ჯალაბაძის ინფორმაცია შულავერის პირველი განვითარებული მიწათმოქმედი და ღვინის დამყენებელი კულტურის შესახებ 8 ათასი წლის წინანდელი ისტორიით და იქაურ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე; არქეოლოგ დავით სულახნიშვილის ინტერვიუ 2200 წლის ასაკის ძალისას ნაქალაქევიდან; კანადელი არქეოლოგის სტეფენ ბატიუკის კვლვების შესახებ მტკვარ-არაქსის კულტურის მიგრაციების შესახებ კავკასიიდან სამხრეთისაკენ მევენახეობისა და მეღვინების გავრცელების მიზნით დაახლოებით 5 ათასი წლის წინ და ასე შემდეგ.
სტატიას აცოცხლებს შატო მუხრანის მეღვინის მაკა კოზარა (MakaKozhara) და მეღვინე ბექა გოცაძის მონათხრობები და განცდები ქართული ღვინის შესახებ.