მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა სტრასბურგის სასამართლოში, ჩვენმა ხელისუფლებამ წარადგინა მტკიცებულებები და სასამართლოს სასამართლოზე ვიგებთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და დააბრუნა ის მტკიცებულებები, რომლებიც გასხვისებული ჰქონდა წინა რეჟიმს.
„ეს არის საქმეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე უიმედოდ დატოვა, წაგებისთვის გაწირა და მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, შემოებრუნებინა ეს საქმეები როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში. მათ შორის დააბრუნა ის მტკიცებულებები, რომლებიც გასხვისებული ჰქონდა წინა რეჟიმს. შეგახსენებთ, „ისკანდერის“ რაკეტის ნაწილები, რომელიც გორში ჩამოვარდა, სხვა ქვეყნისთვის ჰქონდა გადაცემული წინა რეჟიმს. მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა სტრასბურგის სასამართლოში და ჩვენმა ხელისუფლებამ დააბრუნა ეს მტკიცებულებები, წარუდგინა სასამართლოს და სასამართლოს სასამართლოზე ვიგებთ. წინა რეჟიმის მიერ წაგებისთვის განწირულ სასამართლოებს იგებს „ქართული ოცნება“ ხან სტრასბურგის, ხან ჰააგის სასამართლოში. ეს აჩვენებს ჩვენს სისტემურ მიდგომას ყველაფრის მიმართ, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. კარგად უნდა ამოვიკითხოთ პოლიტიკური, სამართლებრივი პასუხისმგებლობები, დანაშაულები, თავქარიანობა, დავახარისხოთ და ყველას თავისი მიეზღოს – სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.