სასტუმრო ,,დიპლომატში" პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის გრიგოლი კარასინის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსული დიპლომატები შედეგებთან დაკავშირებით ვერ საუბრობენ.
კარასინის განცხადებით, ყველაზე მწვავე საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე ყველაზე მეტი დრო დაეთმო, კრემლის მიერ მომზადებული რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტია, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი თავდაცვითი შეიარაღების შექმნას ითვალისწინებს.
კარასინის აცხადებს, რომ რუსეთი ამ პროექტის გადახევას და ხელშეკრულებაზე უარის თქმას არ აპირებს.
ზურაბ აბაშიძე ასევე აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა ყველაზე მწვავე იყო და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან მათი პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია.
აღსანიშნავია, ისიც რომ ჯეჯერობით უცნობია ღიად როდის გაიმართებოდა მხარეებს შორის მორიგი შევედრა. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა აღნიშულ საკითხზე გადაწყვეტილება პრემიერმა და მთავრობამ უნდა მიიღოს.