2014 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 132.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 230.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.0 მლნ აშშ დოლარით (1.7 მლნ ლარით), ანუ 0.7 პროცენტით მეტია 2013 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი მოდიოდა.
2014 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.9 მლნ აშშ დოლარი (25.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.6 მლნ აშშ დოლარისა (22.5 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.