ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, თომას ბირნის განცხადებით, 13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს გახსნის.
ბირნმა, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„მონტენეგროს ორშაბათს“ ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კიდევ ერთი „სუპერ სამშაბათი“ მოჰყვება. შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა უკრაინისა და მოლდოვისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნაზე, ალბანეთისთვის მე-17, მე-18 და მე-19 თავების დახურვასა და მონტენეგროსთვის მე-20 თავის დახურვაზე“, - წერს ბირნი.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 35 ქვეთავს მოიცავს, რომლებიც 6 კლასტერშია გაერთიანებული: ფუნდამენტები; შიდა ბაზრები; კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებულობა; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა; საგარეო ურთიერთობები.