უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის რეჟიმის წარმომადგენლები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
სიბიჰა გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამოსუნთქვის საშუალება არ დაუმსახურებია
„ზელენსკის ბრძოლის ველზე ამოსუნთქვის საშუალება არ დაუმსახურებია“, - აცხადებს ომის დამნაშავე ლავროვი.
თუმცა, ლავროვმა უკვე დაიმსახურა ადგილი წინა რიგში, აგრესიის დანაშაულის საკითხებზე მომუშავე სპეციალურ ტრიბუნალზე.
რაც უფრო უაზრო და ცინიკურია კომენტარები, მით მეტი მტკიცებულება გროვდება ტრიბუნალისთვის", - წერს სიბიჰა.