აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავი კვლავ ძალაშია. რუსეთის მიერ ზავის დარღვევის შესახებ კითხვაზე კი უპასუხა, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება სჭირდება.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, დაარღვია თუ არა რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ამაში დარწმუნებული არ ვარ, ეს უნდა გადავამოწმო“, - უპასუხა მან.
ტრამპს ასევე ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ უკრაინამ და რუსეთმა არ იცოდნენ, თითქოს ზავის პირობებზე შეთანხმებულები იყვნენ.
„ისინი ხომ დათანხმდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„იმიტომ, რომ მე ვუთხარი: „თქვენ თანხმდებით“. სწორედ ამიტომ დათანხმდნენ. იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი, რომ ისინი თანხმდებიან“, - დასძინა მან.
როდესაც ტრამპს რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შესახებ კიდებ ერთხელ ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეს უნდა გადავამოწმო, რადგან დარღვევები ორივე მხრიდან იყო“.