უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 12 ოქტომბრის ღამეს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში არ მიუტანია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ არასდროს ვაცხადებთ წინასწარ, რას ვაპირებთ ჩვენი ოპერაციების ფარგლებში. გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე არც ერთი ენერგეტიკული ობიექტისთვის არ დაგვურტყამს, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავი უნდა ამოქმედებულიყო.
ჩვენ დარტყმები არ მიგვიტანია მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სხვა ობიექტებს უტევდა“, - განაცხადა ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მოქმედებები აჩვენებს, რომ მოსკოვი ენერგეტიკული ზავის შესახებ არაფერს ითვალისწინებს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.