ბოლო პერიოდში ინდივიდუალური ან ე. წ. კარგი ნომერი მოდური გახდა. მდიდარი ადამიანები, ფულს არ იშურებენ იმისთვის, რომ კარგი სანომრე ნიშანი ან სატელეფონო ნომერი ჰქონდეთ .
წინა კვირაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში აუქციონი გაიმართა, სადაც 70 უნიკალური სატელეფონო ნომრები გაიყიდა.
ირკვევა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი არის 050 777 777, რაშიც მყიდველმა 7,8 მლნ დირჰამი გადაიხადა, რაც დაახლოებით 2,2 მლნ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ნომერს ყველაზე მეტი მყიდველი გამოუჩნდა. მთლიანობაში მისი შეძენის სურვილი ოფიციალურად 700 -ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა ორ ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობდა და ეს ადგილები სატელიტით იყო დაკავშირებული. ვაჭრობა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბრჯენში � ��ბურჯ ხალიფაში� �� და აბუ-დაბიშისასტუმრო Armani -ში მიმდინარეობდა.