შრომის კოდექსის რეფორმამ შეიძლება უფრო ინკლუზიური ზრდა წაახალისოს, აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სსფ-მ საქართველოში ვიზიტის შემდგომ გამოაქვეყნა.
„არსებული შრომის კოდექსი გულისხმობდა ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას დამსაქმებლის სურვილის საფუძველზე უმუშევრობის დახმარების სისტემის არარსებობისა და ზეგანაკვეთური მუშაობის დამატებითი ანაზღაურების გარეშე. დასაქმებულები მნიშვნელოვან გაურკვევლობებს აწყდებოდნენ. ეს უნარებსა და საკადრო რესურსში ინვესტიციების სურვილს ამცირებდა და დასაქმების მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდ იზრდებოდა. უფრო დაბალანსებული შრომის კოდექსი, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებლებს მოეთხოვებათ დაასაბუთონ კადრის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები და უმუშევრობის სარგოს გაზრდილმა მოცულობამ შეიძლება გაზარდოს შრომის მოტივაცია და პროდუქტიულობა. ამით საქართველო დააკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის წინაშე მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს"- ნათქვამია სსფ-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები