ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი წერს, რომ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაფართოვდეს და საქართველოს ოფიციალურ პირებსაც ახსენებს.
„სანქციები უნდა იყოს და გავრცელდეს ხელისშემწყობებზე, თუნდაც ისინი მოკავშირე ქვეყნებიდან იყვნენ. განვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი ყოველწლიური სესია და კრემლის გავლენის მავნე გავრცელების შეზღუდვის გზები - მათ შორის რეჟიმთან დაკავშირებულებისთვის სავიზო სერვისების დაბლოკვის გზები.
ამ მხრივ, საქართველოს ოფიციალური პირებიც რადარზე უნდა იყვნენ“, - წერს კოლსი.