უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამაღლობელის "საქმე შემზარავი შეხსენებაა, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში".
"ამ კვირაში ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დაბადების დღე ციხეში გაატარა. მის ბოლო სხდომაზე: სასამართლომ ჩახსნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ. პროკურატურამ გამოიყენა სადავო საქმეები, რათა ის "განმეორებით დამნაშავედ" გაესაღებინა. პოლიციამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუჩენიათ. მზიას საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი საფრთხეების შეხსენებაა. მსოფლიო აკვირდება ამ საქმეს", - წერს კლუნების ფონდი.