რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის მოგებას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მაკრონი აღნიშნავს, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
მაკრონი წერს, რომ ვლადიმირ პუტინი უარს ამბობს, უპასუხოს ამერიკელების მიერ წამოყენებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და რომელსაც უკრაინელებმა და ევროპელებმა მხარი დაუჭირეს.
„ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა განაგრძოს ომი. ამ კონტექსტში, როდესაც ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ტირანაში სამიტისთვის იკრიბება, ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და კოალიციასთან, რომლებიც მზად არიან ერთიანი პასუხის განსაზღვრისთვის', – აცხადებს მაკრონი.