უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„გუნდთან ერთად სტამბოლში ჩამოვედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების დაცვის გაძლიერებაზე, თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის განმტკიცებასა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების შექმნაზე“, - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება იქნება.