საქართველო maplecroft-ის მიერ მომზადებულ „გლობალური რისკების ატლასი 2012-ში" (Maplecroft Global Risks Atlas 2012) საშუალო რისკის ქვეყნების ჯგუფში მოხვდა. საშუალო რისკის ქვეყნებში საქაღთველოსთან ერთად შევიდა აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი და თურქეთი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე სარისკო ჯგუფში მოხვედრილნი არიან ბელორუსი, გვინეა ბისაო, ირანი, სუდანი, თურქმენეთი და ვიეტნამი.
მაღალი რისკის ქვეყნებში მოხვდა ე.წ. „ბრიკის" ქვეყნები: რუსეთი და ინდოეთი.
Maplecroft Global Risks Atlas 2012-ის მიხედვით ყველაზე არასარისკო ქვეყნებად დასახელდა აშშ, კანადა, ავსტრალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია.