მედიის ცნობით, კვირას, რუმინეთში დასახლება ლერეშტთან, ადგილობრივმა ნადირობის დროს ტყეში ხეებს შორის ჩამოვარდნილი დრონი იპოვა.
პოლიციამ შესაბამის ორგანოებს აცნობა, რომ ჩაატარონ გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ აღმოჩნდა დრონი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
სასამართლოს წყაროებმა მედიას განუცხადეს, რომ დრონი დაახლოებით ორი მეტრის სიგანისაა.
საფრენ აპარატზე მიმაგრებული იყო პარაშუტი, რომელიც არ დაზიანებულა.
ადგილობრივი წყაროები აღნიშნავენ, რომ წინასწარი მონაცემებით, დრონი, სავრაუდოდ, სამოქალაქო არ არის.
დეკემბერში პარიზში ვიზიტის დასრულების შემდეგ, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუმინეთი მზადაა ჩამოაგდოს რონები, რომლებიც ჩამოაგდოს მის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.