დღეს, 27 დეკემბერს, 13:00 საათზე, "გუდვილის" რიგით მეორე ჰიპერმარკეტი ოფიციალურად გაიხსნება. ჰიპერმარკეტი საბურთალოზე, ქავთარაძის #1-ში მდებარეობს. 9000 კვ/მ ფართის ჰიპერმარკეტი აერთიანებს 30 000 დასახელების ქართულ და იმპორტირებულ პროდუქტს, "გუდვილის" წარმოებულ პურ-ფუნთუშეულს, ძეხვეულს, მზა საკვებს, საკონდიტრო ნაწარმს, თევზეულს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია გუდვილის კაფე, სხვადასხვა სერვისცენტრი, აფთიაქი და ბრენდმაღაზიები.
საბურთალოს "გუდვილს" მალე შეუერთდება OVS- სა და COLLEZIONE-ის მაღაზიები, LOTTO, გო ელექტრონიკსი, ლუტეცია, ბიბლუსი, ზარაფხანა, ფეხსაცმლის ბრენდ მაღაზიები, დეკორის მაღაზია CREATIVE HOME, თიბისი ბანკი, ჯეოსელი და სხვა..
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, "გუდვილის" მეორე ჰიპერმარკეტში 300-მდე ადამიანი დასაქმდა, თითოეულმა მათგანმა რამდენიმე კვირიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარა იმისთვის, რომ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიეღო. დასაქმებულებს შორისაა მერიის დასაქმების პროგრამით შერჩეული რამდენიმე კადრიც.
ჰიპერმარკეტ "გუდვილის" პარკინგი 300 მანქანაზეა გათვლილი.