შაბათს, რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინის განსაცდელზე ისაუბრა, რასაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთში დატყვევებულებისა და იძულებით დეპორტირებული ადამიანების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა.
რომის პაპის განცხადება X-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„მსურს, გამოვხატო სიახლოვე წამებული უკრაინის მიმართ - ბავშვების, ახალგაზრდების, ხანდაზმულებისა და განსაკუთრებით იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც მათთვის საყვარელ ადამიანებს გლოვობენ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ უაზრო ომის ტყვეთა და მსხვერპლთა გამო.
თქვენი ერის რწმენა ახლა რთული განსაცდელის წინაშეა. რწმენა არ გულისხმობს ყველაფერზე პასუხის ცოდნას, არამედ ნდობას, რომ უფალი ჩვენთანაა და თავის მადლს გვაძლევს, რომ საბოლოო სიტყვას ის იტყვის და რომ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს“, - თქვა რომის პაპმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა პოსტს და მადლობა გადაუხადა პაპს უკრაინისა და ხალხისადმი მუდმივი ლოცვებისა და თანაგრძნობისთვის.
„ერთად უნდა შევაჩეროთ ეს თვითნებური რუსული აგრესია და დავიცვათ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა. ჩვენ ასევე ღრმად მადლიერები ვიქნებით თქვენი დახმარებისთვის ყველა ჩვენი ადამიანის - ზრდასრულისა და ბავშვის - დაბრუნებაში, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან მათი ნების საწინააღმდეგოდ“, - წერს ზელენსკი.