საქართველოს პარლამენტთან, სადაც 5 პირი შიმშილობს, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა.
დიპლომატი მოშიმშილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს გაესაუბრა.
როგორც ედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პეტერ ფიშერს აინტერესებდა, თუ დაინტერესდნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები, "ქართული ოცნების წევრები.
"პირველ რიგში გამოგვიცახადა სოლიდარობა. მისი მადლობლები ვართ. დიპლომატიური კორპუსი რომ ასეთ მხარდაჭერას გვიცხადებს, ეს ჩვენთვის თავისთავად ბევრს ნიშნავს, იმიტომ, რომ ევროპისთვის ბრძოლის გამოა ის, რაც საქართველოში ხდება. იყო კითხვები თვითონ აქციის თაობაზე, ასევე შიმშილობაზე და ჩვენ ავუხსენით, რომ პროტესტის ეს ფორმა განპიროებულია იმ რეალობით, რაც ქვეყანაში შეიქმნა. რეჟიმი ხდება სულ უფრო აგრესიული, სულ უფრო გადის სამართლებრივი და პოლიტიკური სივრციდან და უკარგავ ხალხს ევროპული მომავლსი იმედს. ეს ყველაფერი ვუთხარით ჩვენ ელჩს. ჩემთან მიმართებაში დაინტერესდა, ჩემმა ყოფილმა კოლეგები თუ დაინტერესდნენ ჩემი მდგომარეობით. სამწუხაროდ არა, მაგრამ კარგია, როცა ევროპელ დიპლომატებს ესმით, რომ ასეთ დროს შენი მდგომარეობით შენი ყოფილი კოლეგაც უნდა დაინტერესდეს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ძალიან მალე იქნება ევროპული, პოლიტიკური სტანდარტი და პოლიტიკაზე მაღლა დადგება ადამიანური ურთიერთობები. "ქართულ ოცნებას" ყველანაირ ადამიანურზე უარი აქვს ნათქვამი და დღეს რაც ხდება, ეს არის დემონსტრაცია იმის, როგორი არ უდნა იყოს ხელისუფალი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.