აშშ კვლავ უკრაინის მთავარ მხარდამჭერად რჩება, თუმცა ფოკუსირებულია კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.
„ჩვენ ვართ ის, ვინც ყველაზე მეტად ვუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ ამაზე ყველაზე ღიად ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეხმარებოდით მათ, ვხელმძღვანელებდით სამიტების და სამშვიდობო მოლაპარაკებებს... ჩვენი დიპლომატია გრძელდება, მოლაპარაკებები გრძელდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე ვართ ორიენტირებული“, - განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.