აჭარის მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს. გოდერძის უღელტეხელზე თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. უღელტეხილის ცენტრალურ მაგისტრალზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია.
ამ დრომდე თოვლში მოყოლილია ოთხი ავტომობილი, ხოლო მგზავრები ტერიტორიიდან გაყვანილია. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს გამწმენდი სამუშაოები. ელექტოენერგია ამ დრომდე რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება.