უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 15 აპრილს რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობა ავრცელებს.
„ოთხშაბათს, 15 აპრილს, 15:30 საათზე პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი პალაცო კიჯიში [იტალიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია] მიიღებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის,“ - აღნიშნულია იტალიის მთავრობის განცხადებაში.