ბუდაპეშტში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მადიარმა მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ პარტია "ტისა" უნგრეთს ევროკავშირის კურსს დაუბრუნებს.
მან უნგრეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოუწოდა, თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, მის მუშაობას შეაფერხებს.
მაგიარმა აღნიშნა, რომ ორბანის მთავრობის „მარიონეტები“ უნდა წავიდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტები კი უნდა შეიცვალოს. ის მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ უნგრეთის დემოკრატიას აღადგენს.
ამასთან, მაგიარი აცხადებს, რომ უნგრეთი „აღარ იქნება ქვეყანა შედეგების გარეშე“, ისინი კი, ვინც „ქვეყანას ძარცვავდნენ, პასუხს აგებენ“.
"უნგრეთმა უთხრა "დიახ" ევროპას. უნგრეთი კვლავ გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს ძალიან ძლიერი მოკავშირე. 1000 წელია, რაც უნგრეთი ევროპაშია და ის აქ დარჩება". - თქვა მაგიარმა.
მისივე თქმიტ, ოპოზიციის გამარჯვებით "სიმართლემ ტყუილები დაამარცხა", ხოლო დღეს "სიყვარულმა გაიმარჯვა, რადგან სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს".
"Tisza-მ არა მხოლოდ მოიგო არჩევნები - ყველა ნიშანი მიუთითებს ეროვნულ ასამბლეაში მტკიცე ორი მესამედის უმრავლესობას. ეს ნიშნავს ძალაუფლების მშვიდობიან, ეფექტიან გადაცემას". - თქვა მადიარმა.
პეტერ მაგიარის სიტყვით გამოსვლის დროს მისი მხარდამჭერები სკანდირებდნენ: „რუსებო, წადით სახლში“, „ევროპა“.
ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.