პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.
მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს. ინფორმაციას “სანდო წყარო” ავრცელებს,.
პენიტენციურმა სამსახურმა გამოცემას განუცხადა, რომ ელენე ხოშტარიას “თოდუას” კლინიკაში გეგმიური გამოკვლევა უტარდება, რომელიც მისივე ექიმის მიერ არის დანიშნული.
მისი გადაყვანა ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან დილის 08:50 საათზე მოხდა. მცირე კომენტარში ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
ელენე ხოშტარია ერთ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება. პოლიტიკოსი კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს.