არმაზში ქართველმა არქეოლოგებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს უნიკალურ ხელნაკეთი ნაკეთობები აღმოაჩინეს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ არმაზისციხის ბაგინეთის აკროპოლისში არქეოლიგიური გათხრები განახლდა.
არქეოლოგიური გათხრების პარალელურად აკროპოლისის კონსერვაციაც ხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ უნიკალური აღმოჩენების ადგილზე დათვალიერების საშუალება იქნება.
არმაზისციხე-ბაგინეთის აკროპოლისში არქეოლოგიური გათხრები გასულ საუკუნეთი დაიწყო, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ შეჩერდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ ამ ადგილის მნიშვნელობა საქართველოსათვის განუზომლად დიდია.
"თითქოს პარადოქსია, რომ ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს ასეთი ღირებულების არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც წინდაწინ ცნობილია რა მნიშვნელობის არის. არასოდეს მეეჭვებოდა, რომ აქ რაც დრო გავა და რაც უფრო მასშტაბური იქნება კვლევა, მით უფრო შედეგიანი იქნება აღმოჩენილი არქეფაქტები. ამაში მე ერთი პროცენტითაც არ შემპარვია ეჭვი. ვფიქრობ, აქ დიდი ასპარეზი იქნება ჩვენი წასულის ახალი ფურცლების მოძიებისა", _ აცხადებს ვაჩეიშვილი და აღნიშავს, რომ აღმოჩენილია არა მხოლოდ სამარხები, არამედ სამეფო ინფრასტრუქტურაც.
"სამეფო აბანოები, წარმართული, მოზრდილი ნანგრევები. არის რომაელების მიერ აშენებული გალავნის ფრაგმენტებიც. ანუ ვფიქრობ, რომ რაც დრო გავა ეს რეზიდენცია სადაც ისხდნენ ქართველი მეფეები და საიდანაც მართავდნენ ისინი ქართულ სახელმწიფოს ეს გახდება პომპეი საქართველოსი და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობისა ჩვენთვის", _ აცხადებს ვაჩეიშვილი.