ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ცნობით, კომბინირებული შეტევის დროს მტერმა ლვოვის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა.
კოზიცკიმ აღნიშნა, რომ ლვოვის რეგიონს რუსები დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს.
„წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, დაშავებულები არ არია. ამისთვის მადლობა ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს. ოკუპანტებმა ჩვენი რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს,“ - წერს კოზიცკი.
ამასთან, ლვოვის მერმა ანდრიი სადოვიმ განმარტა, რომ ღამის კომბინირებული თავდასხმის სირთულის მიუხედავად, ლვოვში არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა და სამოქალაქო შენობა არ დაზიანებულა.