ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის თანამდებობიდან განთავისუფელბას დადებითად აფასებს
"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ბრძოლამ სოფლის მეურნეობის მინისტრის წინააღმდეგ სერიოზული შედეგი გამოიღო, რადგან ადამიანი მოშორდა ამ დარგს. კვეზერელის მინისტრობის პერიოდი ეს იყო სტაგნაციის პერიოდი. ჩნდება შანსი და პერსპექტივა, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი, ვნახოთ ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე რას გააკეთებს. დიდად გათვითცნობიერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ჯერჯეორბით არც გოროზია ტოვებს, რადგან მისი ხედვები ჯერ არ ვიცით" - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი ახვლედიანმა.