მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა ინგრევა, უკრაინას შეუძლია, ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
"ევროკავშირი უკრაინას მოახლოებული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აძლიერებს.
დღეს უკრაინისთვის 2027 წელს 45 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხის გამოყოფა წარვადგინეთ.
მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა ინგრევა, უკრაინას შეუძლია, ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს", - აღნიშნულია კალასის განცხადებაში.
ცნობისათვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხის შეთავაზებით გამოდის.