აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გარდა მრავალი სხვა სამიზნეც არსებობს, რომელთა განადგურებაც უკრაინას შეუძლია.
ამის შესახებ ტრამპმა ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსაზრება, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას იწვევს.
„თუ მეტყვით, რომ ზელენსკი კვლავ უტევს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ამით ის მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებს ზრდის. სწორედ ამას აკეთებს. მიმაჩნია, რომ ეს სამარცხვინოა. ბევრი სხვა სამიზნე არსებობს. აუცილებელი არ არის, მათ მაინცდამაინც ამ ობიექტებს დაარტყან... ბევრი სამიზნეა, რომელთა განადგურებაც შესაძლებელია.
მაგრამ როდესაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უტევ, სადაც, იცი, დიზელის საწვავს აწარმოებენ, რომელიც ჩვენც და მთელ მსოფლიოსაც გვჭირდება, ამით ზელენსკი მსოფლიოს სასიკეთოდ არ მოქმედებს“, - განაცხადა ტრამპმა.
„თუ მეტყვით, რომ ზელენსკი კვლავ თავს ესხმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ამით ის მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებს ზრდის. სწორედ ამას აკეთებს ის. მიმაჩნია, რომ ეს სამარცხვინოა. ბევრი სხვა სამიზნე არსებობს. აუცილებელი არ არის, მათ მაინცდამაინც ამ ობიექტებს დაარტყან... ბევრი სამიზნეა, რომელებზეც თავდასხმა შესაძლებელია. მაგრამ როდესაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უტევ, სადაც, იცით, დიზელის საწვავს აწარმოებენ, რომელიც ჩვენც და მთელ მსოფლიოსაც გვჭირდება, ამით ის [ზელენსკი] მსოფლიოს სასიკეთოდ არ მოქმედებს“, - თქვა ტრამპმა.