თბილისში, მოსკოვის გამზირზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქვეითი 50 წელს გადაცილებული კაცია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.