აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ წინადადება უარყო. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
მედიის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის ეს წინადადება 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის დროს შესთავაზა. საუბრის მიზანი ომის დასრულების საკითხზე პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა იყო.
წყაროების ინფორმაციით, ზელენსკიმ შეთავაზება არ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების თქმით, ტრამპის მიერ მოსკოვში შეხვედრის საკითხის დაყენებამ ზელენსკის უკმაყოფილება გამოიწვია.
ტრამპის შეთავაზების შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლს Bloomberg-ისთვის ამ ეტაპზე არ დაუდასტურებია.
ამასთან, 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში, რუსი ჟურნალისტების შეკითხვაზე, როდის ჩავა მოსკოვში, ზელენსკიმ უპასუხა: „რაკეტაით“, რის შემდეგაც უცენზურო სიტყვაც გამოიყენა.
ტრამპისა და ზელენსკის 22 სექტემბრის შეხვედრაზე ომის დასრულების გზები და შესაძლო სამმხრივი მოლაპარაკებების საკითხიც განიხილეს. ზელენსკის თქმით, აშშ ასევე ცდილობს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას და აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას.