აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტში კენჭისყრა წარმატებით გაიარა.
კანონპროექტს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელი აქვს და ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის დაწესებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი, რომელსაც სენატმა აგვისტოში 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, ითვალისწინებს რუსი მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ასევე რუსული ენერგორესურსების მსხვილი მყიდველი ქვეყნების მიმართ 100%-მდე ტარიფების დაწესების შესაძლებლობას.
აღნიშნული ნაბიჯის შედეგად, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს კენჭს მიმდინარე კვირის ბოლომდე უყრის.
Reuters-ის ინფორმაციით, მისი მიღების შემთხვევაში დოკუმენტი საბოლოო დასამტკიცებლად თეთრ სახლში გადავა.