უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსლან კრავჩენკო გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი ბრძანებულება. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„უკრაინის კანონის „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვადგენ:
რუსლან კრავჩენკო გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის პერიოდში შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს ის თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნა და გათავისუფლება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, ასევე ამ პერიოდისთვის სხვა პირს მისი მოვალეობების შესრულება დააკისროს.
შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორ სემიონ კრივონოსს ბრალი წაუყენა და უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას მათი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალების უკანონოდ დაუფლებაში დასდო ბრალი.
ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მხარი დაუჭიროს გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს, თანამდებობიდან გადაყენებას.