თურმე საზმაუს თანამშრომლებს მკაცრად ეკრძალება ნებისმიერი საკუთარი პოზიციის გამოხატვა ფბ პოსტებში. რამეთუ ეს ეწინააღმდეგება “არხის მიუკერძოებლობას” . ამას გვეუბნება “ყველაზე მიუკერძოებელი” დირექტორი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თურმე საზმაუს თანამშრომლებს მკაცრად ეკრძალება ნებისმიერი საკუთარი პოზიციის გამოხატვა ფბ პოსტებში. რამეთუ ეს ეწინააღმდეგება “არხის მიუკერძოებლობას” . ამას გვეუბნება “ყველაზე მიუკერძოებელი” დირექტორი.
მაგრამ!
მაგრამ!
დამწყებ პროკურორს ( და პროკურორის შვილს) არ ეკრძალება ისეთ დაჯგუფებაში გაწევრიანება, რომელიც მოქალაქეებს საკუთარ აზრის გამოხატვის გამო ძალის გამოყენებით ემუქრება!
არ ეკრძალება ასეთ დაჯგუფებაში დამფუძნებლად წარდგენა აიპის საჯარო მოხელეს!
ამ დროს შეიქმნა კიდევ ერთი ახალი დაჯგუფება, რომელიც დაიცავს იმას, რაც ეს რეჟიმი ყოველდღიურად ანადგურდებს: ღირსებას, ზრდილობას, იდენტობას, ქართულ ტრადიციებსა და ურთიერთობებს, შემწყნარებლობას, ეკლესიის სულიერებას და მის დამოუკიდებლობას,… ანუ იმ ყველაფერს საიდანაც მოდის საუკუნეების მანძილზე ჩვენი ეროვნული ენერგიია!
ამ ენერგიის მოსპობა, ხომ რუსეთის საუკუნოვანი მიზანი და “ოცნებაა”! - წერს ზურაბიშვილი