უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი უკრაინში, ზაკარპატიის ოლქზე განხორციელებული საჰაერო შეტევის გამო დაიბარეს.
ამის შესახევბ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც მედია ავრცელებს.
მადიარმა განცხადება ახალი უნგრული მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ გააკეთა, სადაც 13 მაისს უკრაინაზე, მათ შორის ზაკარპატიის ოლქზე, რუსეთის მასშტაბური შეტევაზე მსჯელობდნენ.
„უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაკარპატიაზე“, - განაცხადა მადიარმა.
მისი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა რუსეთის ელჩი შეხვედრაზე დაიბარა, ზაკარპატიაზე დრონებით შეტევის გამო.
აღნიშნულია, რომ ანიტა ორბანის წინამორბედს, პეტერ სიიარტოს რუსეთის მიერ ზაკარპატიაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ რუსეთის ელჩი არასდროს დაუბარებია, რის გამოც მას დამოუკიდებელი უნგრული მედიის მხრიდან კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა.