რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა კანონი "რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებული ხელშეკრულების" რატიფიცირების შესახებ.
კანონპროქტი დასამტკიცებლად დუმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს წარუდგინა.
დოკუმენტის თანახმად, "მხარეები გეგმავენ კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას".
ამასთან, "ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაცემული დოკუმენტები აღიარებული იქნება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთში".
"მხარეები იღებენ ვალდებულებას, მიიღონ ზომები შრომის კანონმდებლობის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში კანონმდებლობის სინქრონიზაციის მიზნით, მათ შორის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეების სამუშაო გამოცდილების ურთიერთაღიარების საკითხში, ასევე გადადგან ნაბიჯები ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად, მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად", - ნათქვამი კანონში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.