უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა უნგრეთს მადლობას უხდის რუსეთის მეირ დრონებით თავდასხმის დაგმობისთვის.
სიბიჰამ მადლობა გადაუხადა თავის უნგრელ კოლეგას, ანიტა ორბანს.
“მადლობა, ანიტა ორბან, თქვენი სწრაფი და ნათელი რეაგირებისთვის რუსულ დარტყმებზე. დღეს კიდევ ერთი მასიური თავდასხმის წინაშე ვართ. ეს ტერორი ერთობლივი ქმედებების შედეგად უნდა დასრულდეს - რათა მთელი ევროპა იყოს უსაფრთხოდ. ყოველ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”, - წერს სიბიჰა.
უნგრულმა მედიის ცნობით, ანიტა ორბანმა მთავრობის სახელით კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ დრონებით უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დარტყმებზე.
“მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს კონსულთან, არაერთხელ გვილაპარაკია მასთან ტელეფონით. ინფორმაცია მოვითხოვეთ ადგილზე არსებულ ვითარებაზე. მტკიცედ ვგმობთ თავდასხმას, ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები არ არიან”, - განაცხადა ორბანმა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზაკარპატოაზე დრონებით თავდასხმისთვის რუსეთის ელჩი დაიბარა.